რეზონანსი
24.03.2019

 მხატვრულ ტანვარჯიშში კიევის გრანპრიზე ქართველმა სპორტსმენმა, სალომე ფაჟავამ ოქროს მედალი აიღო. სალომე თავის ფეისბუქ" გვერდზე სტატუს აქვეყნებს სადაც წერს, რომ ტელევიზიებს მის მედალზე სიტყვაც არ დაუძრავთ.

"კიევში გრან პრის ეტაპზე ოქროს მედალი ავიღე. ამ შედეგის უკან ჩემი და ჩემი მწვრთნელების თავდაუზოგავი შრომა დგას. მისი მიღწევა სულაც არ არის იოლი. ახლახან დარბაზში პრესკონფერენცია გაიმართა. არცერთ ტელევიზიას ჩემს მიერ მოპოვებული ოქროს მედლის თაობაზე სიტყვაც არ უთქვამს. გული მწყდება. ჩემი წარმატების გაშუქება აზრადაც არ მოსვლიათ. მაინტერესებს - რატომ" - წერს სალომე ფაჟავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×