(რეზონანსი) ფოთში, ზღვის სანაპიროზე გიგანტური კუს მპოვნელი ლაშა ხოჯაზე „აიპრესთან" დეტალებზე ჰყვება. მისი თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომრეობის გაუარესების გამო ძალიან სჭირდებოდა ფინანსური დახმარება, წორედ ამ მიზეზით დარეკა შესაბამის უწყებაში, მაგრამ თანხის გადახდაზე რომ მივიდა საქმე, კუს წაყვანაზე უარი უთხრეს და საბოლოოდ, გამომდინარე იქიდან, რომ უნიკალური ჯიშის რეპტილია ოჯახის პირობებში შეიძლება დაღუპულიყო, თავად სთხოვა რომ წაეყვანათ.
„დილით რვა საათი იქნებოდა, ზღვაზე შეშის მოსაგროვებლად წავედი. ნაპირზე კუ დავინახე, წყალში შევაბრუნე, მეგონა გაცურავდა, მაგრამ ვერ გაინძრა და ტალღამ ისევ ნაპირზე გამორიყა. ასეთ მდგომარეობაში რომ იყო შემეცოდა და გადავწყვიტე სახლში წამეყვანე. რაღაც პლასტმასის ნაჭერი ვიპოვე, მასზე მოვათავსე და ძლივს თრევა-თრევით მოსახლეობამდე მივაღწიე. იქ ხელის ურიკა ვითხოვე და ასე მოვიყვანე სახლამდე. აბაზანაში წყალში მოვათავსე, ცოტა უკეთ რომ გახდა და ამოძრავდა, ბათუმის დელფინარიუმში დავრეკე. ბავშვი 15 დღე რეანიმაციაში მყავდა და ძალიან მჭირდება ფინანსური დახმარება, ახლაც ექიმთან შემოწმებაზე დამყავს. ვიფიქრე დელფინარიუმში ერთ-ორ თეთრს მაინც მომცემდნენ. გარკვეული დროის შემდეგ ორი პირი მოვიდა, გვითხრეს გარემოს ეროვმნული სააგენტოდან ვართო. როდესაც მეზობლებმა და ახლობლებმა აუსნეს ჩემი ოჯახის მდგომარეობა, არც ერთი თეთრის გადამხდელი არ ვართო. უკვე მანქანაში ჯდებოდნენ, უკან მოვაბრუნე. ორსაუკუნოვან, უნიკალური ჯიშის რეპტილიის მოვლას მე ვერ შევძლებდი, შემეცოდა და გავატანე რომ არ დაღუპულიყო" _ განაცხადა ლაშა ხოჯავამ.
"აიპრესი"