რეზონანსი
24.03.2019

 (რეზონანსი) 25 ახალგაზრდა ქართველი მომღერალი 9 აპრილისადმი მიძღვნილი სიმღერის "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები" ახალი ვერსიის ჩაწერაზე მუშაობს. ამის შესახებ "ბრავო რექორდსის" პრეზიდენტმა ზაზა შენგელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

„სიმღერის ახალი ვერსიის ჩაწერაში მონაწილეოენ: გიგი ადამაშვილი, გიორგი ნაკაშიძე, სანდრო კურცხალიძე, აჩი ფურცელაძე, ოთო ნემსაძე, გიორგი სუხიტაშვილი, აჩიკო ნიჟარაძე, გიორგი ჩიქოვანი, გოგა მესხი, რატი დურგლიშვილი, ანდრია გველესიანი, დათუნა მგელაძე, ნოდიკო ტატიშვილი, თემო საჯაია, კახა კუხიანიძე, სანდრო სეფაშვილი, გიორგი ბუშელაშვილი, გიორგი კელაპტრიშვილი, ზუკა ხუციშვილი, სანდრო კახიძე, გიორგი კობახიძე, გუგა მარგველაშვილი, ბოკა კვეკვესკირი, ოთო ღურწცკაია და ლადო ჯანელიძე", - წერს ზაზა შენგელია.

შენგელიას ინფორმაციით, სიმღერის ახალი ვერსიის პრემიერა 9 აპრილს დიდი საკონცერტო დარბაზიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერში შედგება.

შეგახსენებთ, 1989 წელს მორის ფოცხიშვილის ტექსტზე შექმნილ ჯემალ სეფიაშვილის სიმღერას, ორიგინალურ ვერსიაში ასრულებდნენ ქართველი მომღერლები- თამარ გვერდწითელი, ნანი ბრეგვაძე, გოგი დოლიძე, მედეა ძიძიგური, ბუბა კიკაბიძე, ეკა მამალაძე, ეკა კახიანი, ეკა კვალიაშვილი, მერაბ სეფაშვილი, ირმა სოხაძე, ეთერ კაკულია, ბესო კალანდაძე, რომა რცხილაძე, მაია ჯაბუა, თამარ ჭოხონელიძე და სხვები.

სიმღერა პატრიოტულ ჰიტად და თავისუფლების ჰიმნად იქცა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×