რეზონანსი
24.03.2019

 (რეზონანსი) რა თქმა უნდა, სანდრო გირგვლიანის საქმეში მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის დანაშაულს ვხედავ, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, შალვა შავგულიძემ „ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„არათუ ვხედავ მათ დანაშაულს, ამ საქმეზე დანაშაულის დადგენა რომ გახდა შესაძლებელი, თქვენი მონამორჩილის ძალიან დიდი შრომის შედეგიც არის, რომ მოვახერხე და ევროპის სასამართლოში ეს საქმე მიტანილი იქნა ისე, რომ დადგა განაჩენები.

„ქართულ ოცნებას" მოვკითხოთ, რომ გირგვლიანის საქმეზე ევროპული სასამართლოს ნათქვამით დაპატიმრებულ მერაბიშვილს, მოახერხა და დაურღვია ადამიანის უფლებები, რაც საფუძველს აძლევს მის თანაპარტიელებს და ყოფილ თანაგუნდელებს, ის გამოაცხადონ პოლიტპატიმრად.

ეს პასუხი ზუსტად იმ ძალაზეა მოსათხოვი, რომელმაც არ დატოვა თავის რიგებში პასუხისმგებლიანი, საქმის მცოდნე ადამიანი და მხოლოდ ერთი ადამიანის მორჩილების ნიშნად დააკომპლექტა ხელისუფლება, რის შედაგადაც მივიღეთ ის, რომ ვანო მერაბიშბილს დაურღვიეს კონვენციით გათვალისწინებული უფლება",- განაცხადა შავგულიძემ.

 

2020news.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×