რეზონანსი
24.03.2019

 (რეზონანსი) 2012 წელს ეს კატასტროფა რომ არ მომხდარიყო, საქართველო დღეს სინგაპურივით იქნებოდა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.

"ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნა ყოველი დღე გვაახლოებს საქართველოს განადგურებასთან." - განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, საქართველო იმყოფება "მოჯადოებულ წრეში და უნდა გავარღვიოთ ეს წრე, ბევრი დრო აღარ დაგვრჩა."

ექს-პრეზიდენტმა, რომელიც ყრილობას ამერიკიდან ჩაერთო, გაერთიანებას "ძალა ერთობაშია "დიდი, ფართო პატრიოტული კოალიცია უწოდა. მან თქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ეს არის "დიდი იდეის პარტია" და იქვე დასძინა, "როდესაც ჩამოერთმევა უწიგნურ, ურჩხულ ოლიგარქს მმართველობა ის გადაეცემა ხალხს".

სიტყვის ბოლოს, ის მიესალმა პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძის არჩევას და მას "წესიერების, პატრიოტიზმის, გამაერთიანებლის სიმბოლო უწოდა".

მისივე თქმით, ის საქართველოში მალევე ჩამოვა. "ჩვენი ბედისწერა გამარჯვებაა..... სულ მალე შევხვდებით თვილისში, "- აღნიშნა სააკაშვილმა.

 

 

"2020news.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×