ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის, წინააღმდეგ პრაქტიკულად შეთქმულება მოაწყო. მინისტრთა აზრით, მეი უნდა გადადგეს და ბრექსიტი მისმა დროებითმა შემცვლელმა უნდა დაასრულოს. თუკი მეი არ დათანხმდება მინისტრთა მოთხოვნას, ისინი მას მასობრივი გადადგომებით დაემუქრებიან. ამის შესახებ ბრიტანული „სანდი თაიმსი“ წერს.
გაზეთის ცნობით, 11 მინისტრი მოუწოდებს მეის, რომ დააანონსოს თავისი გადადგომა. ისინი ამბობენ, რომ „დასასრული ახლოა, ის წავა 10 დღეში“, „მისი გონება დაიბინდა. ის უბრალოდ ვერ იქნება მინისტრთა კაბინეტის ნაწილი, რომელიც თავს ქვიშაში ფლობს”.
ბრიტანეთის მთავრობის წევრები პრემიერ-მინისტრს მოიხსენიებენ, როგოც „ტოქსიკურს“, „ექსცენტრიულს“ და აღნიშნავენ, რომ მეის გადაწყვეტილებების სიმძიმე მათ მხრებზე გადმოდის.
ინფორმაცია მეის შესაძლო გადადგომის შესახებ მას მერე გავრცელდა რაც, ლონდონში გაიმართა მსვლელობა, რომლის დროსაც ასი ათასობით ბრიტანელი ითხოვდა ბრექსიტის საკითხზე ხელახალი რეფერენდუმის ჩატარებას. ამ აქციამ, როგორც მისი ორგანიზატორები აღნიშნავენ, გააერთიანა როგორც ევროკავშირის მომხრეები ისე მოწინააღმდეგეები.
მეის გადადგომის შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის არჩევნები 2022 წლის მაისში დაინიშნება. მანამდე კი მის ადგილს დროებითი შემცვლელი დაიკავებს, რომელიც შეიძლება იყოს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მაიკლ გოუვი, ან ლანკასტერის საჰერცოგოს კანცლერი დევიდ ლიდინგტონი.
„სანდი თაიმსის“ ცნობით, მეის წინააღმდეგ საჯაროდ გამოსვლას „ამბოხებული“ მინისტრები ორშაბათს, 25 მარტს გეგმავენ.
ნინი იკაევა