რეზონანსი
24.03.2019

 (რეზონანსი) ბათუმში გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გვიან ღამით მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც ცნობილი გახდა რომ ექიმ ეკა ფუტკარაძეს უფლებამოსილება დროებით შეუწყდა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები მთელი დღის განმავლობაში აწყობდნენ აქციებს. მთავარი მოთხოვნა მკურნალი ექიმისთვის ლიცენზიის ჩამორთმევა იყო. მათ საღამოს გზა ჯერ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან გადაკეტეს, ხოლო შემდეგ ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვაც სცადეს.

პოლიციამ რამდენჯერმე სცადა სავალი გზის გათავისუფლება, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გვიან ღამით გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრები აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ჯერჯერობით აქციებს შეწყვეტენ და გამოძიების მიმდინარეობას დააკვირდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×