რეზონანსი
24.03.2019

 მომდევნო 2 დღე საქართველოში უამინდობა  გაგრძელდება და მხოლოდ 26 მარტიდან გამოიდარებს, თუმცა თვის ბოლომდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 26 მარტს ჰაერის ტემპერატურის მომატებაა მოსალოდნელი, რომელიც 27 მარტამდე გაგრძელდება.

25-26 მარტს ღამით მოსალოდნელი 0,+5 ღამით , ხოლო დღისით, +4 +9 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთისგან განსხვავებით, აღმოსავლეთში ჰაერის ტემპერატურა 27 მარტიდან მოიმატებს.

ქარია მოსალოდნელი 27 და 29 მარტს.

დედაქალაქში ​26 მარტს დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს, თუმცა ტემპერატურის მკვეთრი მომატება მოსალოდნელი არ არის.

27 მარტს ჰაერი +15 +17 გრადუსამდე გათბება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×