რეზონანსი
24.03.2019

  29 წლის გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის მკურნალმა ექიმმა თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ დროებით ჩამოშორდეს სამუშაო პროცესს. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.

ნიჟარაძე განმარტავს, რომ ზოგადად ექიმისთვის მუშაობის უფლების შეჩერება მანამდე ვერ მოხდება, ვიდრე არ დასრულდება საქმის დეტალური შესწავლა და არ დაიდება ექსპერტიზის დასკვნა. თანაც ეს უფლებამოსილება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს.  ინფორმაციის მისაწოდებლად  მინისტრის მოადგილე გვიან ღამით ოჯახის წევრებს შეხვდა.  გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ აქციებს ექსპერტიზის დასკვნამდე შეწყვეტენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ გამოძიება 29 წლის ქალის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარეობს. მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ვინაიდან, გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე  მელანო ფუტკარაძეს არაკვალიფიციური სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა. შეკრებილებმა ექიმის ლიცენზიის შეჩერება მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციები დაანონსეს. ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს  ხვალ დაკრძალავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×