რეზონანსი
23.03.2019

 (რეზონანსი) ბათუმში კერძო საბავშვო ბაღი „ჯადოსნური სამყარო" დახურეს. თანამშრომლები შენობიდან სააღმსრულებლო სამსახურის წარმომადგენლებმა გამოიყვანეს.

შენობაში, რომელიც მერიის საკუთრებაა, ბაღი რამდენიმე წელია ფუნქციონირებს. ბაღს 30-მდე აღსაზრდელი ჰყავს.

ამასთან, მერიის თანამშრომელთა განცხადებით, შენობაში არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები, ანტისანიტარია და საბავშვო ბაღისთვის არასათანადო პირობებია, რასთან დაკავშირებითაც ადმინისტრაცია არაერთხელ გააფრთხილეს.

შენობიდან გამოსახლება ბაღის პედაგოგებმა გააპროტესტეს. ისინი ალტერნატიული ფართის მოსაძებნად რამდენიმეთვიან ვადას ითხოვდნენ.

„მერიისგან დროს ვითხოვდით, რომ სხვაგან აგვეღო ფართი, სად უნდა წავიდნენ ბავშვები. ისედაც არ ყოფნის ქალაქს ბაღები, გაურკვევლობაში დავრჩით", - ამბობს ბაღის ერთ-ერთი თანამშრომელი.

ჯერჯერობით უცნობია, სად გადაიყვანენ აღსაზრდელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×