რეზონანსი
23.03.2019

 (რეზონანსი) სენაკში შხეფის დასახლებაში მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, რა დროსაც მეორე ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მანქანაში მყოფი 2 მგზავრის დაშავება გამოიწვია. ინფორმაციას „პრაიმტაიმი" ავრცელებს.

მათ პირველადი დახმარება სენაკის საავადმყოფოში აღმოუჩინეს.

დირექტორის მარეხი ადანაიას თქმით, შემოყვანილ პაციენტებს აღენიშნებოდათ მსუბუქი დაზიანებები და ისინი აღმოჩენილი დახმარების შემდეგ სახლში გაწერეს

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საგზაო წესების გაუფრთხილებლობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×