უკრაინის ქალაქ ხარკოვის მეტროში, 22 მარტს, შუახნის მამაკაცი დააკავეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, იგი ადგილობრივი მცხოვრებია, რომელიც რუსულმა დაზვერვამ გადაიბირა და ხარკოვის მეტროში ტერაქტის მოწყობა დაავალა.
დაკავებულს თან აღმოაჩნდა 600 გრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი. გარდა ამისა, უკრაინული მხარის ცნობით, იგი აფეთქების მოწყობას მეტროსადგურ „ინდუსტრიალნაიაზე" აპირებდა, რასაც დაღუპულებისა და დაშავებულების დიდი რაოდენობა უნდა მოჰყოლოდა.
უკრაინის უშიშროების სამხსახურში აცხადებენ, რომ ტერორისტული აქტის მთავარი მიზანი არჩევნების წინ ქალაქში დესტაბილიზაციის გამოწვევა იყო. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის უშიშროების სამსახურის ოფიციალურ „ფეისბუქ" გვერდზე გავრცელდა.
„კურატორების ჩანაფიქრის თანახმად, აფეთებას დიდი რაოდენობით მსხვერპლი უნდა მოჰყოლოდა და საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქვეყნაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაცია უნდა გამოეწვია", - განაცხადეს უკაინის უშიშროების სამსახურში.
მათივე ცნობით, ხარკოვის მკვიდრს ტერაქტის სანაცვლოდ 15 000 დაპირდნენ. მას გადასცეს ასაფეთქებელი ნივთიერება და ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც უნდა მოემზადებინა ყველაფერი. ეჭვმიტანილს ასაფეთქებელი მოწყობილობა დამატებით ლურსმნებით, ხრახნებითა და ჭანჭიკებით უნდა გაევსო, რათა მეტი მსხვერპლი მოჰყოლოდა აფეთქებას. ბომბი სატელეფონო ზარის შედეგად უნდა ამოქმედებულიყო.
„(რუსული) სპეცსამსახურების განზრახვით, აფეთქება უნდა მოეწყოთ პიკის საათში, რასაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე უნდა შესწირდვოდა", - აცხადებენ უკრაინულ ძალოვან სტრუქტურებში.
გამოცემა „ობოზრევატელის" ცნობით, ხარკოვის მკვიდრმა, რომელსაც ტერორისტული აქტი უნდა მოეწყო, დავალება რუსეთის სპეცსამსახურების კონკრეტული თანამშრომლისგან მიიღო, რომელიც, ამჟამად, იდენტიფიცირებულია.