რეზონანსი
23.03.2019

 (რეზონანსი) დღეს დილით, ვარკეთილში მდებარე ტექნიკის მაღაზია „სმაილი" გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია ჰოვერბორდები.

სმაილის მაღაზიათა ქსელის კოორდინატორი, ვახტანგ მუჯირიშვილის თქმით, ქურდობა რამდენიმე წამში მოხდა.

„დაგვხვდა ჩატეხილი ვიტრინა, თავისთავად დაცვის სამსახურმა უცბად მოახდინა რეაგირება, მოვიდნენ ერთ წუთში, მაგრამ ერთი წუთი ამ ვიტრინის გატეხვას და იქიდან ნივთების წაღებას არ სჭირდება. მერე კრიმინალისტები მოვიდნენ, პოლიცია მოვიდა, ჯერჯერობით მიდის ძიება. ეს ფილიალი 5-ჯერ არის გატეხილი. აქამდე არასრულწლოვნები იყვნენ და ტელეფონები გაქონდათ, დაახლოებით, 21 წამში." - განაცხადა ვახტანგ მუჯირიშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სსკ-ის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების განცხადებით, დამნაშავეების დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×