რეზონანსი
23.03.2019

 (რეზონანსი) „პატრიოტთა ალიანსის" წევრის ემზარ კვიციანის მიერ დაარსებულ შეყვარებული წყვილების დახმარების ცენტრში თანხა დეპუტატებმაც გადარიცხეს.

„პრაიმთაიმის" ცნობით, დეპუტატმა თამაზ ნავერიანმა ცენტრში 500 ლარი გადარიცხა, 500 ლარიანი ფინანსური დახმარება გასწია ისკო დასენმაც. ქართველ შეყვარებულებს 150 ლარით დაეხმარა შოთა ხაბარელიც.

"მე 43 ლარი ჩავრიცხე, რაც მქონდა ანგარიშზე დარჩენილი და ასევე, სამი თვე ხელფასის 2 პროცენტს გადავრიცხავ, სამი თვის შემდეგ სესხებს გავისტუმრებ და ხუთ პროცენტს ჩავრიცხავ", -განუცხადა "პრაიმტაიმს" ემზარ კვიციანმა.

კვიციანს მის მიერ დაარსებულ ცენტრში თანხის გადარიცხვას დაჰპირდნენ დეპუტატები გოგა გულორდავა და ნინო წილოსანი.

"ვისაც ინტერნეტ ბანკი არ აქვთ, იმათ ბანკში წასვლა ეზარებათ. როცა მივლენ, აუცილებლად ჩარიცხავენ" - დასძინა კვიციანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×