(რეზონანსი) შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ „თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მთავრობამ "გააბლატავა".
ჟურნალისტის კითხვაზე: ვინ „გააბლატავა" ხაზარაძე? გახარია პასუხობს, რომ „მთავრობამ, სამხუხაროდ".
"ჩვენ ხომ იდეალურ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ, გგონიათ იდეალურ სამყაროში ვცხოვრობთ? ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა განვითარებადი დემოკრატიით, სუსტი ინტიტუტებით და კიდევ უამრავი გვაქვს სამუშაო და კიდევ უამრავი გავქვს სამუშაო რომ ეს ქვეყნა რამეს დავამსაგავსოთ.
რაც შეეხება, პრივილეგირებულ ბიზმესმენებს. სამწუხაროდ, მთავრობამ გააბლატავა მამუკა ხაზარაძე სამწუხაროდ, როდესაც უბრალოდ რამდენჯერ იყო გარკვეული ვალდებულებების გადავადება მთავრობაზე გადმოტანილი, კონკრეტული კომპანიისთვის, მათ შორის კვირიკაშვილმა და მეც მათ შორის. იმიტომ, რომ ეს იყო ქვეყნისთვის კრიტიკული პროექეტი და მთავრობა გარკვეულწილად ტყეობაში არმოჩნდა და ეს გადავადებები ხდებოდა ერთხელ და ორჯერ არაა და ეს არ ეხება მხოლოდ ანაკლიას" - განაცხადა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის" ეთერში.