რეზონანსი
23.03.2019

 ბათუმში ლერმონტოვის ქუჩზე ხანძარია. ცეცხლი ბარაკის ტიპის საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად 76 წლის მამაკაცი დაშავდა. როგორც სასწრაფო დახმარების მედიკოსებმა განაცხადეს, მას სახისა და ხელების არეში მსუბუქი დამწრობა აქვს მიღებული.

ეთერი ანუშიძის განცხადებით, ხანძრის გაჩენისას ასაკოვან კაცს ეძინა. დაზარალებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა. ისინი ქირით ცხოვრიბდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×