რეზონანსი
22.03.2019

29 წლის მელანო ფუტკარაძე კლინიკაში 18 მარტს მუცლის მწვავე ტკივილით შეიყვანეს. დედის მტკიცებით, მედიკოსებმა ის თავდაპირველად კონსულტაციაზე გინეკოლოგთან გაუშვეს, შემდეგ კი ექოსკოპიური კვლევა სამჯერ ჩაუტარეს და ტკივილის მიზეზი მაინც ვერ დაადგინეს.

3-დღიანი კვლევების შემდეგ ექიმებმა 29 წლის პაციენტის სახლში გაწერის გადაწყვეტილება მიიღეს და ცხელი აბაზანების მიღება ურჩიეს.  სახლში მისვლიდან რამდენიმე საათში მელანო ფუტკარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ოჯახმა გოგონა კლინიკა "მედცენტრში" გადაიყვანა. ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ქალს ბრმა ნაწლავის პერფორაციამ სეფსისი გამოიწვია. 29 წლის გოგონას გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

მომხდარ ტრაგედიაში ოჯახი რეფერალური საავადმყოფოს ექიმს, ეკა ფუტკარაძეს ადანაშაულებს და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს.

"სად ვთქვა, ბრმა ნაწლავით შვილი დამეღუპა, ხალხო. ასეთი უპასუხისმგებლობა როგორ გამოიჩინეს. მუცელი სტკიოდა, ვერ მიხვდნენ. სამი ექოსკოპია გადაიღეს, ვერაფერს მიხვდნენ", - განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×