რეზონანსი
22.03.2019

ბესო შუბითიძე თანამშომელთან ერთად გეგმიურ შემოვლაზე გურჯაანში, მდინარე ალაზნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა,რა დროსაც საეჭვო ბრაკონიერები შენიშნეს. სავარაუდოდ, სწორედ მათ განახორციელეს შუბითიძის მისამართით გასროლა.

“მდინარე ალაზანში მე და ჩემი თანამშორმლი ვიყავით, ორმა უცხო პიროვენებამ ჩვენი მისამართით ისროლა. მაქვს რამდენიმე ჭრილობა და ვარ საავადმყოფოში. ბრაკონიერებს ნიღბები “ეკეთათ” და სახეები ვერ გავარჩიე”, - განაცხადა შუბითიძემ. 

როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს, “გარემოს დაცვის სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოხდა თავდასხმა რა დროსაც მას სანადირო თოფიდან გასროლით მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×