რეზონანსი
22.03.2019

გორის რაიონული პროკურატურა 40 წლამდე ასაკის ქალბატონებს ერთმანეთის ცემაში ადანაშაულებს. პოლიციამ ბრალი ორივე მათგანს 126-ე მუხლით წარუდგინა. ქართლი.გე-ს ინფორმაციით, 

სასამართლო ექსპერტის თქმით, ერთ-ერთ ქალბატონს თმები ამოგლეჯილი ჰქონდა, ხოლო მეორეს - სახის არეში ჩალურჯებები აღენიშნებოდა. 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის წარმომადგენლის მალხაზ მაჭავარიანის თქმით, დადასტურებულია, რომ ორივე ბრალდებულ ქალს თავის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული.

"ერთ-ერთმა ბრალდებულმა ქალმა, სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან, თავისი ქმრის მეგობარი ქალი შენიშნა, რის შემდეგაც მიუახლოვდა მას და თმებით მოქაჩა, რაზეც მეორე ქალბატონმაც იგივე ქმედებით უპასუხა, მეტიც სახეში ხელი დაარტყა, რის შედეგადაც მიიღო დაჟეჟილობა", - აცხადებენ პროკურატურაში.

ადვოკატ ვაჟა სუხიტაშვილის განცხადებით, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ მხოლოდ მამაკაცის მეუღლე სცნობს, ხოლო მეგობარი ქალი ამბობს, რომ უდანაშაულოა, რადგან მეორე ბრალდებული თავს დაესხა და თავს იცავდა.

სასამართლო პროცესზე პროკურატურამ მამაკაცი დაკითხა, ის მომხდარს ადასტურებს და აღნიშნავს, რომ მომხდარის შემდეგაც მეუღლესთან და მეგობარ ქალთან კვლავაც აგრძელებს ურთიერთობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×