(რეზონანსი) ზუგდიდში რესტორანი „სამეფო" დაუდგენელმა პირებმა გაქურდეს. უცნობი პირები რესტორანში ფანჯრიდან შევიდნენ და სეიფში შენახული 32 ათასი ლარი წაიღეს.
„პრაიმტაიმის" წყაროს ინფორმაციით, რესტორნის მეპატრონე მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის დაწყებას და მის კეთილმოწყობას გეგმავდა. მან ამისთვის ბანკიდან სესხიც კი გამოიტანა. არ გამორიცხავენ, რომ ინფორმაციამ გაჟონა.
"ამის შესახებ იცოდა ვიღაცამ, მან ამისთვის ბანკიდან სესხიც კი გამოიტანა",- უთხრა ინფორმირებულმა წყარომ „პრაიმტაიმს".
წყაროს ინფორმაციითვე, ეს რესტორანი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს, მათი თავშეყრის ადგილად იყო ცნობილი. სხვათა შორის, სწორედ ამ რესტორანში გადაიხადა ქორწილი სამხედრო პოლიციის ყოფილმა უფროსმა მეგის ქარდავამ.
შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
"პრაიმტაიმი"