რეზონანსი
22.03.2019

 (რეზონანსი) ახლობლები ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს 29 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ და სამართალდამცველებისგან საქმის გამოძიებას ითხოვენ.

მელანო ფუტკარაძე მწვავე აპენდიციტით გუშინ კლინიკა „მედცენტრში" გარდაიცვალა, თუმცა ერთი დღით ადრე რეფერალურ საავადმყოფოში შეიყვანეს, საიდანაც ექიმებმა სახლში მალევე გაწერეს.

კლინიკა „მედცენტრში" ამბობენ, რომ პაციენტი მათთან მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს

„18 მარტს პაციენტი საერთო სისუსტით და მუცლის არეში ტკივილებით შემოვიდა. ავადმყოფის გადმოცემით, აღნიშნული ჩივილები ხუთი დღით ადრე დაეწყო. პაციენტს „მედცენტრში" შესაბამისი კვლევები და კონსულტაციები ჩაუტარდა. ასევე ჩატარდა ოპერაციული მკურნალობა - მწვავე აპენდიციტი პერფორაციითა და პერიტონიტით. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი გადიოდა შესაბამის ინტენსიურ მკურნალობას, ავადმყოფის მდგომარეობა დამძიმდა დინამიკაში და 21 მარტს გარდაიცვალა. გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე პროგრესირებადი უკმარისობის გამო, სეპტიური შოკის ფონზე", - განაცხადეს კლინიკა „მედცენტრში".

ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში კი თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×