რეზონანსი
22.03.2019

 (რეზონანსი) პარლამენტში, მინისტრის საათის ფარგლებში, საქართველოს განათლების მინისტრი იმყოფება. მიხეილ ბატიაშვილი დაგეგმილ და გატარებულ რეფორმებზე საუბრობს, თუმცა დარბაზში 150 დეპუტატიდან მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი უსმენს.

მინისტრის ანგარიშს საპარლამენტო უმრავლესობიდან მხოლოდ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და დეპუტატი გუგული მაღრაძე ესწრებიან.

სხდომათა დარბაზში იმყოფება საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატი ეკა ბესელია. დარბაზში მყოფი 20-მდე დეპუტატიდან ძირითადად ოპოზიციონერები არიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×