რეზონანსი
22.03.2019

 (რეზონანსი) ახლობლები ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს 29 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ და სამართალდამცველებისგან საქმის გამოძიებას ითხოვენ.

მელანო ფუტკარაძე მწვავე აპენდიციტით გუშინ კლინიკა „მედცენტრში" გარდაიცვალა, თუმცა ერთი დღით ადრე რეფერალურ საავადმყოფოში შეიყვანეს, საიდანაც ექიმებმა სახლში მალევე გაწერეს.

გარდაცვლილის დედის, ნარგიზ ქათამაძის ინფორმაციით, გოგონას მუცლის არეში ტკივილები ჰქონდა.

„რეფერალური საავადმყოფოდან როცა გამოწერეს, მეორე დღეს მდგომარეობა უფრო გამწვავდა და კლინიკა „მედცენტრში" მივიყვანეთ, სადაც მალევე გარდაიცვალა. რეფერალური საავადმყოფოს ექიმებმა დიაგნოზი არასწორად დაუსვეს, რასაც ეს შედეგი მოჰყვა. ვითხოვ გამოძიებას", - განაცხადა ნარგიზ ქათამაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×