(რეზონანსი) ქმარ-შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძე სასჯელაღსრულების დაწესებლებაში ტრენაჟორებზე ვარჯიშობს.
მისი დის ლანა პაპიძის განაცხადებით, ამჟამად მაგდას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ცოტა ხნის წინ, მას თვალის ოპერაციის გაკეთება დასჭირდა, რის გამოც სამოქალაქო კლინიკაში რამდეჯერმე გადაიყვანეს.
"ადამიანების ცოხვრებაში ტრაგედიები ხდება, მაგრამ ცოხვრება გრძელდება. ახლა კარგად არის. ტრენაჟორებზე ვარჯიშობს. ოპერაცია გაუკეთდა და ძალიან კმაყოფილები ვართ. ექიმებიც და ციხის ადმინისტრაციაც დიდ ყურადღებას აქცევს. ვიღაც ბოროტმა ადამიანმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მაგდამ თავი მოიკლაო. ციხის დირექტორმა საკუთარ კაბინეტში აიყვანა მაგდა და დედასთან დაარეკინა, მართლა რამე რომ არ გვეფიქრა", - განუცხადა "პრაიმტაიმს" ლანა პაპიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 4 ივლისს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მაგდა პაპიძე დამნაშავედ სცნო ქმრისა და შვილის მკვლელობაში (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით). 2016 წლის 6 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.