(რეზონანსი) ბათუმში 28 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალებაში ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ.
პაციენტი ბრმანაწლავთან დაკავშირებულ პრობლემაზე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა ექიმებმა ის სახლში გაწერეს, რის შემდეგაც პერიტონიტი განვითარდა.
მომხდარის შესახებ ფეისბუქზე სტატუსს ერთ-ერთი ახლობელი აქვეყნებს:
"აი, ეს გოგონა, ფოტოზე ბედნიერი რომაა, გუშინ, დილით ბათუმში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი კი ექიმების დაუდევრობა და უცოდინრობა გახდა. ბრმანაწლავით დღეს ადამიანები არსად არ იღუპებიან, არ იღუპებიან ნორმალურ ქვეყნებში. ივნისში ქორწილი ჰქონდა ამ წყვილს დაგეგმილი. ფოტო ნიშნობაზეა გადაღებული, მაგრამ... ბექა, თანაგიგრძნობ. არ ვიცი მეტი რა გითხრა, ვერც ვერაფერს გეტყვი", - წერს გოგონას ახლობლეი ფეისბუქზე.
