რეზონანსი
22.03.2019

 (რეზონანსი) დღეს, რომ თქვენ აქ გამოხვიდეთ და 5 გვამი მოითხოვოთ და 12 შემოიტანონ და სხვა სისტემა იყოს, მაშინ სხვანაირი ლაპარაკი წავიდოდა და ყველა გაიტრუნებოდა, - ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას.

"თქვენი პრობლემა ის არის, რომ სახელმწიფო "ტერორზე" არ დგას. ამას რა თქმა უნდა, კარგი გაგებით ვამბობ. დღეს, რომ თქვენ აქ გამოხვიდეთ და 5 გვამი მოითხოვოთ და 12 შემოიტანონ და სხვა სისტემა იყოს, მაშინ სხვანაირი ლაპარაკი წავიდოდა და ამ დარბაზში ყველა გაიტრუნებოდა, მაგრამ ეს არ იძლევა იმას, რომ ჩვენ ვთქვათ, ყველაფერი კარგად არის," - განაცხადა ინაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ინტერპელაციის წესით პარლამენტში ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიბარა.

ფრაქციამ მამუკა ბახტაძე კრიმინოგენული ვითარების საკითხთან დაკავშირებით დაიბარა და მისგან ელის პასუხს კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების მკვეთრი ზრდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×