რეზონანსი
22.03.2019

 (რეზონანსი) საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ მათთვის მიუღებელია წინა ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც კრიმინალის მიმართ ნულოვან ტოლერანტობას გულისხმობდა.

ბახტაძის თქმით, მათი ხელისუფლებისთვის მთავარი ადამიანი და მისი უფლებებია. მისი განცხადებით, სწორედ ამ ღირებულებით განსხვავდებიან წინა ხელისუფლებისგან. პრემიერი ამბობს, რომ კრიმინოგენული ვითარება ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაუარესებული არ არის.

"სტატისტიკა რასაც აჩვენებს აჩვენებს იმას, რომ კრიმინოგენული სიტუაცია საქართველოში არ არის გაუარესებული ისე, როგორც თქვენ გინდათ დახატოთ. ეს არის სწორი სტატისტიკა და არა ის, რასა თქვენ აკეთებდით, გვამებს მალავდით, სტატისტიკის წარმოდგენა კი არა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბახტაძის შეფასებით, არასწორია „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის განცხადება, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში კრიმინალის ზრდა „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამოცემულმა ამნისტიებმა განაპირობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×