რეზონანსი
22.03.2019

 (რეზონანსი) ექიმებმა 8 წლის ბექა დავითაიას გადარჩენა, რომელსაც დენმა დაარტყა, ვერ შეძლეს. 

მოზარდს 11 მარტს, ფოთში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდებარე სატრანსფორმატორო ქვესადგურში, სადაც მაღალი ძაბვა გადის, დენმა დაარტყა.

თავდაპირველად ის ფოთის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი თბილისში ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

ბექა დავითაია სხეულის მძიმე ხარისხის დამწვრობით (70%) სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში არსებულ დამწვრობის ცენტრში მოათავსეს, სადაც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×