(რეზონანსი) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მოსმენას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც დაესწრება.
ბახტაძე და გახარია უკვე პარლამენტში იმყოფებიან.
როგორც ცნობილია, მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ" ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ მდგომარეობასთან დაკავშირებით დაიბარა.
გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვაზე რამდენად მძიმე ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობა, არ უპასუხა.
მინისტრმა მხოლოდ და მხოლოდ აღნიშნა, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადებას აუცილებლად გააკეთებს.
"რომ გამოვალ, კომენტარს გავაკეთებ აუცილებლად, მომეცით საშუალება, პრემიერთან ერთად მოვისმინო პატივცემული პარლამენტარების იდეები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.