რეზონანსი
22.03.2019

 (რეზონანსი) "გირჩის" მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი, ჰერმან საბო ამომრჩევლებს მოუწოდებს, არჩევნებისთვის მასიურად მთაწმინდის რაიონში გადაეწერონ. ამის შესახებ მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

"მთაწმინდელ ამომრჩევლებს მინდა ვუთხრა, რომ გამოგვეხმაურონ და უფლება მოგვცენ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გირჩის ამომრჩევლები მათ სახლებში მასიურად გადავწეროთ. არამთაწმინდელ ამომრჩევლებსაც ვთხოვთ, რომ გირჩის Facebook გვერდზე გამოგვეხმაურონ და მოვახდენთ კოდრინაციას, რომ ისინიც ამ ხალხთან სახლებში გადაეწერონ" - განაცხადა საბომ.

„გირჩი" თავის თავზე კომუნალური გადასახადების გადახდას იღებს, რაც ამ პერიოდში დაგროვდება.

როგორც ჰერმან საბო ამბობს, ეს ინიციატივა ცესკოსთან უკვე გარკვეულია. "კონსტიტუციით გადაადგილებისა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის უფლება დაცულია. ასე რომ, ყველა მსურველს, ვისაც აქვს სურვილი, მარტივად შეუძლია გადაეწეროს მთაწმინდის რაიონში" - აღნიშნავს მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი.

მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×