რეზონანსი
22.03.2019

 (რეზონანსი) თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა განახლდა. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

„დღეს მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე" ტექნიკური მიზეზის გამო შეჩერდა მეტროს ერთი შემდგენლობა და საჭირო გახდა მისი ჩიხში გადაყვანა. აღნიშნულის გამო თბილისის მეტროს პირველი ხაზი 15 წუთის განმავლობაში ვერ ემსახურებოდა მგზავრებს. საბურთალოს ხაზზე შეფერხება არ ყოფილა", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×