რეზონანსი
22.03.2019

 (რეზონანსი) წუხელ, გვიან ღამით სენაკში მაღაზია „მაგნიტის" დაყაჩაღების ფაქტზე უცნაური ვერსია ვრცელდება.

თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ სუპერმარკეტში ყაჩაღები სათამაშო იარაღით შევიდნენ და როცა სალაროში ფული ვერ ნახეს, გასვლისას შოკოლადის ორი ფილა გაიყოლეს.

იარაღის ტიპს ახლა ექსპერტიზა ადგენს.

შსს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ 179 -ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×