რეზონანსი
22.03.2019

 "ევროპული საქართველო" და "თავისუფალი დემოკრატები" ერთიანდებიან. როგორც პარტიის ლიდერებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, შეიქმნება საარჩევნო ბლოკი, რომლითაც ორი პარტია წარდგება შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე. გაერთიანების სახელით მთაწმინდის ოლქში კენჭს შალვა შავგულიძე იყრის.

შავგულიძის თქმით, როგორც სანდრო გირგვლიანის საქმის ადვოკატი, ის არ გრძნობს უხერხულობას "ევროპული საქართველოსა" და "თავისუფალი დემოკრატების" საარჩევნო ბლოკში გაერთიანებასთან დაკავშირებით, ასევე ამით არ უხვევს თავის ღირებულებებს.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს:

"თუ ჰიტლერი ჯოჯოხეთში შეიჭრება, მე ხოტბას შევასხამ ეშმაკს" - ეს არის უინსტონ ჩერჩილის სიტყვები!

მე ნამდვილად ვერ შევასხამ ხოტბას ბოკერიას, ერთი უბრალო მიზეზის გამო – შავგულიძეს ბევრი უკლია ჰიტლერამდე! ბევრი… ის, უბრალოდ, შავგულიძეა… ან უფრო რომ დავაკონკრეტო - ლუბას ქმარი ლუბად იქცა!

მაგრამ კითხვები ჩნდება და არ იქნება ურიგო მათზე პასუხის გაცემა…

შავგულიძე მთაწმინდაზე არჩევნებს ვერ მოიგებს. ეს აპრიორი ცნობილია. მთაწმინდის ამომრჩევლის ფსიქოტიპიდან გამომდინარე, პოლიტიკური ღამურების მხარდამჭერების პროცენტი იქ ძალზედ დაბალია. კერძოდ, მთაწმინის ამომრჩეველი მკაფიოდაა ჩამოყალიბებული თავის არჩევანში. ქოცი ან ნაცი! ნახევრადორსულობა მათთვის მიუღებელია!

შავგულიძე რომ წაგებისთვისაა განწირული, ეს ბოკერიამ ყველაზე უკეთ იცის… მაშინ, რა საჭიროა ასეთი კანდიდატის ზარ-ზეიმით წარდგენა? რა საჭიროა პიარბუმების მოწყობა? რა საჭიროა ორი კინკილა მხარდამჭერის კიდევ უფრო გაღიზიანება?

ევრონაცები “პოლიტიკური 69”-ის მორიგ ეტაპს იწყებენ!" - წერს ხოფერია.

(მარშალპრესი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×