რეზონანსი
22.03.2019

 სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ "მაგნიტს" წუხელ თავს დაესხნენ. მაღაზიის თანამშრომლის თქმით, ორმა ნიღბიანმა, სავარაუდოდ, სათამაშო იარაღის გამოყენებით,  ფული მოითხოვა,  ხოლო როცა თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ სალაროში ფული არ იყო, გასვლისას მათ სავარაუდოდ მხოლოდ ორი შოკოლადი გაიყოლეს და შესასვლელი კარის შუშა ჩაამტვრიეს.

მომხდართან დაკავშირებით  გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. შემთხვევის ადგილზე გვიან ღამით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×