რეზონანსი
22.03.2019

 სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სუპერმარკეტი „მაგნიტი“ დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა მაღაზიიდან თანხა წაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×