კრემლში მუშავდება სცენარი, როგორ უნდა დარჩეს ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტად 2024 წლის შემდეგაც, როდესაც კონსტიტუციის თანახმად იგი ვალდებულია დატოვოს თანამდებობა. ერთ-ერთ სცენარით განიხილება ბელარუსის რუსეთთან მიერთება და ამ ახალი სახელმწიფოს მეთაურად პუტინის არჩევა. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა „ბლუმბერგი" კრემლთან დაახლოებულ სამ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს.
საგულსხმოა, რომ ბელარუსის რუსეთთან გაერთიანების თემაზე საუბარი გასული წლის ბოლოდან გააქტიურდა და ბელარუსის პრეზიდეტ ალექსანდ ლუკაშენკოს არაერთხელ მოუწია განცხადება, რომ ბელარუსი რუსეთის ნაწილი არასდროს გახდება. უფრო მეტიც, მან 2019 წლის იანვარში საკუთრა მოსახლებასაც მიმართა, რომ მომდევნო 2 წელიწადი ძალიან რთული იქნება და მათი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს დიდი გამოცდა ელის.
„ბლუმბერგის" ცნობით, 2024 წლის შემდეგ ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტად ისევ დატოვების შესაძლებლობას მის ადმინისტრაციაში აქტიურად განიხილავენ. ერთ-ერთი სცენარით ნავარაუდევია ბელარუსის რუსეთთან გაერთიანება ახალ სახელმწიფოში, რომელსაც პუტინი უხელმძღვანელებს, რაც მას საშუალებას მისცემს საპრეზიდენტო ვადების შესახებ კონსტიტუციურ შეზღუდვებს გვერდი აუაროს.
პოლიტოლოგი და პრეზიდენტის ადმინისტრაციისა ყოფილი თანამშრომელი ანდრეი კოლიადინი მიიჩნევს, რომ კრემლში ასევე „აქტიურად განიხილებოდა" იმის მსგავსი სცენარი, რომელიც ახლა ყაზახეთში ვითარდება.
ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა პრეზიდენტობის თანამდებობა 19 მარტს დატოვა. ის ყაზახეთს 1990 წლიდან მართავდა. მან განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ და მმართველი პარტია „ნურ ოტანის" ლიდერად რჩება. საპრეზიდენტო არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობას ყაზახეთის სენატის სპიკერი კასიმ-ჯომარ ტოკაევი შეასრულებს.
ყაზახეთის სცანარს გამორიცხავს გამოცემის მიერ გამოკითხული კიდევ ერთი რუსი პოლიტოლოგი არკადი დუბნოვი, რომლის თქმით, ნაზარბაევის სტრატეგიის განხორციელება შეუძლებელია, ვინაიდან რუსეთის პოლიტიკური სისტემა უფრო კომპლექსურია და ამიტომ ბელარუსის სცენარი უფრო სავარაუდოა.
გასული წლიდან მოყოლებული თავად პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსაც არაერთხელ მოუწია რუსეთთან შესაძლო გაერთიანებაზე განცხადების გაკეთება და ის ყoველ ჯერზე ამტკიცებს, რომ ბელარუსი რუსეთს ნაწილი არ გახდება.
მაგალითად, ლუკაშენკომ დეკემბერში განაცხადა, რომ არაერთხელ მიიღო წინადადებები რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის კავშირის განვითარებისათვის, მაგრამ ბელარუსი არასოდეს იქნება რუსეთის ნაწილი და ამ ქვეყნისთვის "სუვერენიტეტის" კონცეფცია წმინდაა. ამავე დროს, ლუკაშენკომ ხაზი გაუსვა, რომ მან პირდაპირი წინადადებები მიიღო „ექვსი რეგიონის" მიერ რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში შესვლის შესახებ.
2019 წლის იანვარში კი ლუკაშენკომ გააფრთხილა ბელარუსები, რომ როგორც 2019, ისე 2020 წელი ქვეყნისთვის იოლი არ იქნება და მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქვეყნის დამოუკიდებლობა „კბილებით ძალიან მაგრად მოისინჯება".
„კბილებით მოისინჯება ვიმსახურებთ თუ არა იმ დამოუკიდებლობას, რაზეც ჩვენ ყოველთვის და ყველგან ვლაპარაკობთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად და აბსოლუტრად დარწმუნებული ვარ, ღირსეულ პასუხს მოვძებნით," - 11 იანვარს განაცხადა ლუკაშენკომ. თუმცა არ მიუთითა, ვინ და რა სახით დააყენებს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის საკითხს.
ამის შემდეგ, მარტში რუსეთის ელჩმა ბელარუსში მიხაილ ბაბიჩმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებას ბელარუსის ხელმძღვანელობისთვის არ შეუთავაზებია რუსეთში გაწევრიანების ვარიანტი.
„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი კორნელი კაკაჩიას თქმით, ბელარუსის რუსეთთან მიერთების სცენარის არსებობაზე დიდი ხანია საუბარია და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ევროკავშირმა ბოლო წლებში შეცვალა პოლიტიკა ბელარუსთან მიმართებაში და ყველანაირად ცდილობს ეს ქვეყანა დაიახლოვოს.
მისი განცხადებით, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ პუტინის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა და მას რეიტინგისთვის საგარეო ფლანგზე ახალი მსხვერპლი სჭირდება.
„პუტინს ახალი გამარჯვება სჭირდება. უკრაინაში ომი იყო, საქართველოშ ომი იყო, ნატო-ს წევრ ქვეყანას ვერ შებედავს ვერაფერს, ამიტომ რამდენიმე სავარაუდო მსხვერპლი დარჩა, ეს არის ბელარუსი და ასევე შესაძლოა ყაზახეთსაც წაეპოტინოს. რუსული იმპერიალისტური ზრახვების გათვალისწინებით ბელარუსის შეერთების სცენარზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს და რაც მთავარია, ეს საფრთხე დასავლეთშიც კარგად არის გააზრებული, ამიტომაცაა, რომ ევროპა ცდილობს დაათბოს ურთიერთობები ბელარუსთან. რაც მთავარია, თვითონ ბელარუსშიც მიხვდნენ, რომ რუსეთიდან არსებული საფრთხიდან გამომდინარე საჭირო იყო ევროკავშირთან ურთიერთობების გამოსწორება. თუმცა ფაქტია, რომ რუსული სცენარი რეალისტურია, იქიდან გამომდინარე, რომ ბელარუსში მოსახლეობის რაღაც ნაწილი მთლად ბოლომდე არ არის დარწმუნებული საკუთარ იდენტობაში და აღმოსავლეთ რეგიონებში გარკვეული სიმპათია აქვთ რუსეთისადმი. ეს სიმპათია გამოიხატება არა მხოლოდ რიგით მოსახლეობაში, არამედ როგორც თავად ლუკაშენკომაც თქვა, ზოგიერთი რეგიონის ლიდერები, ისევე როგორც ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები ვერ გაარჩევ ვის სამსახურში არიან, ბელარუსის, თუ - რუსეთის. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბელარუსში დამოუკიდებლობას არ აფასებენ და მთელი ბელარუსი სიხარულით შეხვდება რუსულ სცენარს,"- აღნიშნავს კაკაჩია.
მისი თქმით, საქართველოსა და უკრაინის შემდეგ კრემლს ახალი სამიზნე აქვს - ბელარუსი, განსხვავება ის არის, რომ ამჯერად საუბარია მთლიანად ქვეყნის შეერთებაზე.
„ეს არის იმ გეგმის ნაწილი, რომ საბჭოთა კავშირის მსგავსი გაერთიანება შექმნას. სამხედრო ინტერვენციაც შეიძლება არ დასჭირდეს, იმიტომ რომ, განსხვავებით უკრაინისგან, ბელარუსის გარკვეულ რეგიონებში დიდი წინააღმდეგობა არ შეხვდეს. ერთი ვარიანტია, რომ კულუარულად მოახერხონ ლუკაშენკოს ჩამოშორება და პრორუსული მოსახლეობის მიმხრობა ადვილად შეძლონ. ბელარუსში კვლევაც იყო ჩატარებული, ამ სცენარის განხორციელების შემთხვევაში მოსახლეობის რამდენი პროცენტი დაუჭერდა მხარს რუსეთს და რიცხვები ძალიან დამაფიქრებელი იყო. ასევე დამაფიქრებელია ერთი რამ, თავად ლუკაშენკომაც ეს რამდენჯერმე მინიშნებით თქვა, რომ მოსკოვს შეუძლია კორუფციით მიაღწიოს მიზანს, იმდენად მოთაფლოს ბელარუსული ელიტა, რომ ხელი არ გაანძრიონ დამოუკიდებლობის დასაცავად,"- დასძენს კაკაჩია.