რეზონანსი
21.03.2019

 (რეზონანსი) პირი, რომელმაც გუშინ ოზურგეთში პოლიციის მანქანას ცეცხლი გაუხსნა და ადგილიდან მიმალვაც მოახერხა, ირაკლი თავდიშვილია.

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, თავდამსხმელი ოზურგეთის საკრებულოს წევრის შალვა თავდიშვილის, მეტსახელად შაკას ბიძაშვილია.

შალვა თავდიშვილი საკრებულოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს "ნაციონალური მოძრაობის" პროპორციული სიით მოხვდა.

შემთხვევა 2 დღის წინ ოზურგეთის სოფელ ძიმითში მოხდა. პატრულმა, გადამოწმების მიზნით, ავტომობილი გააჩერა. მანქანაში, მძღოლის გარდა, მგზავრი იჯდა. ის მანქანიდან გადმოვიდა და პატრულის მანქანის მიმართულებით ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი გაქცევა მოახერხა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×