რეზონანსი
21.03.2019

 (რეზონანსი) იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და სხვა ქვეყნების მიერ საქართველოს სუვერენტიტეტის პატივისცემის გარანტია.

"ბიძინა ივანიშვილის ფასი ამ ქვეყანაში არის ის, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც არის გარანტი დღეს ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და იმის, რომ ჩვენს სუვერენიტეტს სხვა ქვეყნებმა პატივი სცენ. აი, ეს არის. ეს ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, არის საკმარისი, რომ მე მის გვერდში ვიდგე, ვიქნები მინისტრი თუ ამომრჩეველი. მე არსად გახტომას თუ გამოხტომას არ ვაპირებ. არ ვიქნები ამ ხალხის მიერ ნდობა გამოცხადებული მინისტრი? - ეს არ არის პრობლემა, მაგრამ მე არც გუნდის და არც "ქართული ოცნების" გუნდის წევრობა არ მჭირდება ამისთვის," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×