რეზონანსი
21.03.2019

 (რეზონანსი) გურჯაანის საბავშვო ბაღში გველი იპოვეს. ქვეწარმავალი დაახლოებით ორმეტრიანი სიგრძის იყო. ბაღში მისულ მასწავლებლებს და ბავშვებს გველი ღუმელის ქვეშ დახვდათ. მოგვიანებით ის დარაჯმა მოკლა.

„ორშაბათს დილით საბავშვო ბაღი რომ გაიხსნა, ღუმელის ქვეშ ნახეს ქვეწარმავალი. დაახლოებით ორი მეტრის სიგრძის იყო, რომელიც დარაჯმა და მეზობელმა კაცმა მოკლეს. ამ ეტაპზე ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. ჩართულია მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური. უნდა ჩატარდეს გარკვეული სახის სამუშაოები. აღმოჩნდა, რომ იატაკი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. ასევე უნდა დამუშავდეს შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია. ამისთვის ერთჯერადად ხელშეკრულებას ვაფორმებთ სპეციალურ სამსახურთან", - განაცხადა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, შორენა ფროდიაშვილმა.

ინფორმაციას "აიპრესი" ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×