რეზონანსი
21.03.2019

 (რეზონანსი) საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილამა ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხთან განაცხადა, რომ პირველ აპრილს უკრაინაში ჩავა და ელექტრონული ბილეთი წარმოადგინა:

„ელექტრონული ბილეთი მაქვს. ვარშავიდან კიევში მივფრინავ. ეს ბილეთი ავიღე, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ პოროშენკო მეორე ტურში ვერ გავა და არც ერთი მესაზღვრე არ შეასრულებს მის ბრძანებას, რომელიც უკრაინაში ჩასვლას მიკრძალავს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

აღნიშნულ განცხადებას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი გამოეხმაურა და განაცხადა:

„1-ელი აპრილისთვის 300 დოლარის ღირებულების პიარია. სააკაშვილი თვითმფრინავშიც კი ვერ ავა, მას უბრალოდ არ შეუშვებენ, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით აკრძალული აქვს უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლა", - განაცხადა უკრაინის შს მინისტრმა.

 

ფაქტები.ჯი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×