რეზონანსი
21.03.2019

 18 მარტს იტალიაში 19 წლის ქართველი დააკავეს, რომელმაც ლომბარდიის ქალაქ მანტუაში ტექნიკის მაღაზია Mediaworld-დან თანამზრახველთან ერთად რამდენიმე ლეპტოპის მოპარვა სცადა. ის სავაჭრო ცენტრის დაცვამ დააკავა მას შემდეგ, რაც შენიშნეს, რომ ლეპტოპი ქურთუკის ქვეშ დამალა, მისმა თანამზრახველმა მიმალვა შეძლო. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.

პოლიციაში გადაყვანისას გაირკვა რომ მას მსგავსი დანაშაულები ადრეც ქონდა ჩადენილი, მან Mediaworld-ის მაღაზიები გასული წლის მარტში ფიუმიჩინოში, დეკემბერში კი ფლორენციაში გაქურდა.

19 წლის ახალგაზრდა დაკავებულია, მისი სასამართლო 2 აპრილს გაიმართება, 1800 ევროს ღირებულებ უს ლეპტოპი რომლის მოპარვაც მას ბრალად ედება, ამოღებულია და მაღაზიის მენეჰერს დაუბრუნდა. ჯერჯერობით სამართალდამცავებს ინფორმაცია არ აქვთ მეორე თანამზრახველისა და 1500-ევროიანი ლეპტოპის შესახებ, რომელიც მან მოიპარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×