რეზონანსი
21.03.2019

 ღია ცის ქვეშ დარჩენილი ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ხანდაზმულები - საგურამოში, ორსართულიან კორპუსში მცხოვრები დევნილი ოჯახები მოტყუებით გამოასახლეს. მათი თქმით, ისინი უკვე რამდენიმე დღეა მიტოვებულ შენობას აფარებენ თავს. გუშინ კი მათთან, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები მივიდნენ, კი შენობაში შესვლა აუკრძალეს და კარს ბოქლომი დაადეს. ადგილზე იმყოფებოდა საგურამოს გამგებლის წარმომადგენელი, რომელმაც "რუსთავი 2"-ს განუცხადა, რომ დანგრევის პირას მისული შენობა, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და იქ ცხოვრების უფლებას არავის მისცემენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×