რეზონანსი
21.03.2019

 ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასა და პრეზიდენტს შორის კამათი, რომელიც ინტერვიუს ჩაწერის ფორმატს ეხებოდა, საზოგადოების განხილვის საგნად იქცა და ბევრი კრიტიკოსიც გამოეხმაურა. ამასთან დაკავშირებით ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს თანდართული ვიდეოთი, რომელშიც ნაჩვენებია სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები, რომლებიც სატელევიზიო სტუდიებს სტუმრობენ.

"ნერვებს ნუ იშლით "პროტოკოლისტებო" გარეთ 21-ე საუკუნეა, რა პროტოკოლი, რის პროტოკოლი, რა შეზღუდვები, რის შეზღუდვები, კარგით რა. თავისუფალი ადამიანი ვარო, ამბობს თავად პრეზიდენტი და იზღუდავს თუ არა ამ თავისუფლებას რაღაც გაუგებარი პროტოკოლური აკვიატებებით, ამაზე რომ ჟურნალისტი შეეკამათება, ეგეც თავისუფლებაა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ გუშინდელი ინტერვიუთი, განსაკუთრებით იმით, ასეთი რეზონანსული რომ გამოვიდა", – წერს ინგა გრიგოლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×