რეზონანსი
21.03.2019

 საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის არ აპირებს "ქართული ოცნების" დატოვებას განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდა. ამავე ინტერვიუში მან ღარიბაშვილს მიმართა და რჩევა მისცა.

"არსად წასვლას არ ვაპირებ. მით უმეტეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდა. მინდა მას მივმართო: ბატონო ირაკლი, ძალიან მეიმედები, გვერდით მდგომები კარგად შეარჩიეთ. ისეთი ხალხი დაიყენეთ გვერდით, თავის ნამოქმედარზე პასუხისმგებლობას რომ აიღებს, ისეთი ხალხი შეარჩიეთ, მოსმენა რომ შეუძლია, წესიერი ბიოგრაფია რომ ექნება. მე ერთი დღით თქვენზე უფროსი ვარ. ბევრი ვისწავლე თქვენგან და მოკრძალებულად გეტყვით: ცუდი ხმები მოაქვთ თქვენთან ვიღაც-ვიღაცებზე. ნუ დაუჯერებთ. თავად შეამოწმეთ. ავტორიტეტები გაუშვით ხალხში და ვინმე გააყოლეთ, თვითონ რომ არ იცოდეს, ისე. ხალხი როგორც დაელაპარაკება, ისეთი", – განაცხადა "საერთო გაზეთთან" სოსო ჯაჭვლიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×