რეზონანსი
21.03.2019

 სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს:

"ახლა უცნობი გოგონას ხელი მიჭირავს ხელში, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დაგვტოვოს და წავიდეს… ვერ გაუძლო ტრამვებს, ზეწოლას, საზოგადოებრივ აგრესიას, სიძულვილის ენაზე საუბარს… მოიფიქრა, რომ სიკვდილი გამოსავალია…

შემთხვევით (სინამდვილეში, შემთხვევით არაფერი ხდება) მეგობარმა მიაკითხა, ბუნებრივი აირის სუნმა ლამის ფატალურად დაამთავრა ყველაფერი…

ყველას არ შეუძლია ძლიერი იყოს. ნუ მოვკლავთ ერთმანეთს… ნურც თავს მოვიკლავთ… ჩვენი თმის ღერიც უფალს ეკუთვნის…

მის მეგობარს მეორე მეგობარმა დაურეკა და გოგონამ ტელეფონიდან ხმა რომ მოისმინა, ჩემს ხმას მიამსგავსა… მერე დამიკავშირდნენ, გიკითხაო…

მეტად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს… არავის სჭირდება ყელში ამოსული მორალის კითხვა… სითბო და სიყვარული იხნის ნებისმიერ ჩვენგანს!..“ - წერს პეტრე კოლხი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×