(რეზონანსი) იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ევროპული საქართველოს" წევრს, დეპუტატ ოთარ კახიძეს" ანტიდემოკრატი, ანტირეფორმატორი და არაფრის მაქნისი" უწოდა. მისივე თქმით, "საქმე გამოაჩენს ვინი რისი მაქნისია".
„რა ვქნა, მე თქვენ მიმაჩნიხართ ანტირეფორმატორად, ანტიდემოკრატად, არაფერი რომ არ გაგიკეთებიათ არასდროს. ერთი, ადეიშვილის მოადგილე იყავით... არაფრის მაქნისი მგონიხართ ზოგადად, თქვენ მიგაჩნიათ პირიქით, ახლა რა ვქნათ, ვუმტკიცოთ ერთმანეთს სიტყვებით? საქმე გამოაჩენს, ვინ რისი მაქნისია . ერთი რეფორმა ვერ დამამახსოვრეთ რა გააკეთეთ ადეიშვილის მოადგილე რომ იყავით", - მიმართა თეა წულუკიანმა ოთარ კახიძეს.
მწვავე დებატები პარლამენტში დასრულდა. იუსტიციის მინისტრი რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა.