რეზონანსი
20.03.2019

 (რეზონანსი)2019 წლის პირველი აპრილიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალება. დაშვებული იქნება ნებისმიერი სისქის მხოლოდ ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია უკვე აიკრძალა 2018 წლის 1 ოქტომბრიდან.

პლასტიკის პარკების მოხმარება გლობალური მასშტაბის პრობლემას წარმოადგენს. მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, საგრძნობლად გაიზარდა პლასტიკისგან დამზადებული შესაფუთი მასალის მოხმარება. აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის გარემოს, რომელიც ყველაზე მეტად სწორედ პლასტიკისგან დამზადებული პროდუქციით, განსაკუთრებით პლასტიკის ერთჯერადი პარკებით ბინძურდება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პლასტიკის პარკი, თავისი ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე არ ექვემდებარება ბიოლოგიურ დეგრადაციას, ხოლო მის დაშლას 100 წელზე მეტი სჭირდება. პლასტიკის პარკები, ერთჯერადად მოხმარებისთანავე, გადაიქცევა ნარჩენად, ხვდება გარემოში და საბოლოოდ იწვევს გარემოს (ნიადაგის/წყლის) დაბინძურებას. პლასტიკის ნაწარმის მოხმარების ზრდასთან ერთად, პრობლემის მასშტაბები მუდმივად მზარდია. არანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ პლასტიკის ნარჩენების სრული გადამუშავება ვერ ხდება.

ბიოდეგრადირებადი პარკი მთლიანად ან ნაწილობრივ ბიოლოგიური, განახლებადი ნედლეულის საფუძველზეა წარმოებული. ამ ტიპის პარკი გარემოში დაშლას რამდენიმე თვეში იწყებს და ორ წელიწადში სრულად იშლება.

(ნიუპოსტი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×