რეზონანსი
20.03.2019

 მილანის სიახლოვეს მძღოლმა სასკოლო ავტობუსი დაწვა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ამის შესახებ Sunday Times-ი წერს.

მძღოლმა ავტობუსიდან ბავშვები გადაიყვანა, რის შემდეგაც ავტობუსს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. ინციდენტის შედეგად სხეულის დაზიანებები არავის მიუღია, თუმცა 12 მოსწავლე საავადმყოფოში ინტოქსიკაციის ნიშნებით გადაიყვანეს.

პოლიციამ მძღოლი უკვე დააკავა. ის წარმოშობით სენეგალელია და ავტობუსის დაწვით იტალიის მთავრობის საიმიგრაციო პოლიტიკას გამოუცხადა პროტესტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×