რეზონანსი
20.03.2019

 (რეზონანსი) თბილისში, პეკინის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "გირო კრედიტი" დააყაჩაღეს. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელებს ნიღბები ეკეთათ და ადგილზე სროლაც განახორციელეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები მამა-შვილი 30 წლის გუჯა შაიშმელაშვილი და 54 წლის გოჩა შაიშმელაშვილი არიან.

მამა-შვილი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არიან ნასამართლევი.

მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×