რეზონანსი
20.03.2019

 (რეზონანსი) ქუთაისში მატარებლის დაჯახების შედეგად დაშავებული ბავშვები ინტერვენციული მედიცინის ცენტრში არიან მოთავსებული. ორივე ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება:

„მცირეწლოვანი ბავშვები მძიმე მდგომარეობით შემოიყვანეს კლინიკაში. ერთ-ერთ აქვს თავის ტვინის ჰემატობა, ბავშვები მართვით სუნთქვაზე არ არიან. მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დინამიკა სტაბილურია. უტარდებათ გამოკვლევები, რის შემდეგაც დაზუსტდება დასჭირდებათ, თუ არა ქირურგიული ჩარევა", -აცხადებენ კლინიკაში.

ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს მატარებელი გუშინ დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, და-ძმა სკოლიდან მოკლე გზით ბრუნდებოდა, რა დროსაც წყალტუბო-ქუთაისის მატარებელი დაეჯახა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×